მომერია ისევ შენზე ფიქრები, გულში ისევ წვიმაა და ქარი, ვიცი კარგო შენთან თუ არ ვიქნები, ამერევა ისევ გზა და კვალი; [4IV] მენატრება მაგ თვალების ყურება, მენატრება მაგ თითების ფერება, მენატრება შენთან ერთად მთვარე, გთხოვ, მითხარი რამე... მის.: მზეო ამოდი ამოდი, ამოდი რას იმალები, იქნებ შენ მაინც გაათბო, ეს გული განაწვალები; რამდენი ღამე გასულა, უშენოდ განათენები, რამდენჯერ მომნატრებია, კარგო, მე შენი თვალები... თურმე როგორ მომნატრებია, შენი ხმა და შენი თვალები, [C#7] დამიჯერე ჩემო ფერია, ამ გულს მხოლოდ შენ ეყვარები... [C#7] მინდა ისევ დაგიხატო სამყარო, მინდა ისევ დაგიხატო ფერები, უშენობას რა ვქნა, ვეღარ ვერევი, მოდი, მოგეფერები; მენატრება მაგ თვალების ყურება, მენატრება მაგ თითების ფერება, მენატრება შენთან ერთად მთვარე, გთხოვ, მითხარი რამე... მის.: დამიჯერე...